Wednesday, July 19, 2017

მე-9 დღე.

ტრენინგის უკანასკნელი დღეც დასრულდა.

ვიმუშავეთ ბლოგებში. გავაკეთეთ დიზაინი და ვისწავლეთ ბმულების გაკეთება.

გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაცია.

მინდა პატარა შეჯამება გავაკეთო  და მიმოვიხილო მთელი ტრენინგი.

ტრენინგის ფარგლებში ვისწავლე  პროექტის სასწავლო შაბლონის შექმნა

და შევქმენით ელექტრონული პორტფოლიო გავეცანით შეფასების 5სტრატეგიას და ბევრ

ახალ საკითხებს. ყველაფერი ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი ხათუნა მასწავლებელს.

მინდა გისურვოთ წარმატებები და დიდი ბედნიერება.

 


Monday, July 17, 2017

მე-8 დღე.

დავასრულეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონში მუშაობა.

ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე.

შევავსეთ დიფერენცირებული სწავლების კითხვარი.

კითხვარიდან გამომდინარე გავაკეთეთ საკუთარი დასკვნები. 

Wednesday, July 12, 2017

მე-7 დღე

შევამოწმეთ წინარე ცოდნა.

შევქმენით ბუკლეტები, რომლებიც გადავიტანეთ სასწავლო  პროექტების დამხმარე საქაღალდეში.

ვისაუბრეთ თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებაზე,ონლაინ ინსტრუმენტებზე და მათ გამოყენებაზე სასწავლო პროცესში.

მივიღეთ საშინაო დავალება.

Tuesday, July 11, 2017


მე-6 დღე
  • როგორც ყოველთვის, დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით.
  • დავგეგმეთ დღევანდელი სამუშაო დღე.
  • მოვახდინეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის პრეზენტაცია.
  • მივიღეთ უკუკავშირი ტრენერისა და მასწავლებლებისაგან და დავწერეთ ჩვენი  სასწავლო პროექტის სასწავლო პროცედურები.  
  • მივიღეთ საშინაო დავალება.

Monday, July 10, 2017

მე-5 დღე.


  • გავიხსენეთ წინა დღის მასალა.
  • გავეცანით ახალი დღის მიზნებს.
  • დავწერეთ პრეზენტაციის ჩეკლისტში შინაარსობრივი კრიტერიუმები.
  • შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი ჩემი პროექტიდან გამომდინარე და ავტვირთეთ ღრუბლებში.
  • ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე.

Tuesday, July 4, 2017

მე-4 დღე

რეფლექსია.

დღევანდელი დღე იყო ძალიან ნაყოფიერი და საქმიანი.

პირველ რიგში, გავიხსენეთ წინა დღე და გავეცანით მოცემული დღის მიზნებს.

გავეცანით შეფასების ხუთ სტრატეგიას და ვრცლად ვისაუბრეთ თითოეულ მათგანზე.

ყოველი სტრატეგიიდან ავირჩიეთ ერთი ან ორი მეთოდი შესაბამისი ინსტრუმენტით.

გავწერეთ შეფასების დროის ჩარჩო.

სახელმძღვანელოს რესურსებში მოვძებნეთ შეფასების ფორმები, რომლებიც

გადავიტანეთ ღრუბლებში და მივიღეთ საშინაო დავალება.

Monday, July 3, 2017

მე-3 დღე.
 
რეფლექსია3. მიმოვიხილეთ წინარე ცოდნა. დავასრულეთ სტანდარტებისა და

 ინდიკატორების შეყვანა.

 ინდიკატორებიდან და თემიდან გამომდინარე  დავწერეთ მიზნები.

დავწერეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.

ჩვენი პროექტის თემატიკიდან გამომდინარე დავწერეთ ზოგადი, თემატური

და შინაარსობრივი კითხვები და გავუზიარეთ ტრენერს.